ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ERASMUS+

ERASMUS+

 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

სტუდენტთა მობილობა - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 ან 2 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.

პერსონალის მობილობა

  • სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

2016-2017 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლებს განახორციელებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:

ავეიროს უნივერსიტეტი, პორტუგალია
ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ხორვატია
ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი, ესპანეთი
ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია
ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ავსტრია
გიოტინგენის უნივერსიტეტი, გერმანია
გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი, ირლანდია
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი
ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი
ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ლიტვა
ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯი, ლიტვა
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია
ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია
ზიელონა გორას უნივერსიტეტი, პოლონეთი
იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
იანოს კოდოლანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, უნგრეთი
იასის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი, რუმინეთი
იენის უნივერსიტეტი, გერმანია
კადისის უნივერსიტეტი, ესპანეთი
კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტი, ესპანეთი
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიტვა
კლაგენფურტის უნივერსიტეტი, ავსტრია
ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
ლინეუსის უნივერსიტეტი, შვედეთი
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
მალტის უნივერსიტეტი, მალტა
მიდლსექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტი, ლიტვა
ნიკოლაი კოპერნიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
პარიზის დიდროს უნივერსიტეტი - 7, საფრანგეთი
პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, საფრანგეთი
ჟირონას უნივერსიტეტი, ესპანეთი
რესპუბლიკური უნივერსიტეტი, თურქეთი
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
საუნივერსიტეტო კოლეჯი UCC, დანია
საქსიონის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
სილეზიის უნივერსიტეტი კატოვიცეში, პოლონეთი
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტი SWPS, პოლონეთი
ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
ტამპერეს უნივერსიტეტი, ფინეთი
ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი
ტუბინგენის უნივერსიტეტი, გერმანია
ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი
ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი
წმინდა მარიამის კოლეჯი, ირლანდია
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი, ლიტვა


Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:

დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია

850 ევრო

ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, ისლანდია, თურქეთი

800 ევრო

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მაკედონია

750 ევრო

აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:

დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი

160 ევრო

ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი

140 ევრო

გერმანია, ესპანეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

120 ევრო

ესტონეთი, ხორვატია, ლიტვა, სლოვენია

100 ევრო

მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად.

მანძილის გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ: Travel Distance Calculator

Travel distances                         Top-up amounts
Between 10 and 99 KM:              20 EUR per participant
Between 100 and 499 KM:          180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM:        275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM:      360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM:      530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM:      820 EUR per participant
8000 KM or more:                       1300 EUR per participant 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გავრცელდება ილიაუნის ელექტრონული ფოსტისა და არგუსის საშუალებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge

ბანერები