ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგარეო ურთიერთობების სამსახური

საგარეო ურთიერთობების სამსახური

საგარეო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი მიზანია  ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გაძლიერების გზით. სამსახურის სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა და საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა  მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრების კოორდინირება;
  • სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და პროფესორების ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
  • უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელების სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება.
სამსახურის უფროსი - სალომე ბილანიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E208
☏ (995 322) 220009 - 367
foreign-relations@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები