ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მრავალპროფილური ინსტიტუტი, რომელიც ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში. კლინიკაში, ამჟამად, გაერთიანებულია 4 ცენტრი. 

ინსტიტუტის მისია
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა კვლევების (მულტი და ინტერდისციპლინარული) გენერირებისა და გამოცდილების გზით. 

 ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა შეფასება და რეაბილიტაცია;
ადრეული განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ან რისკ-ჯგუფში მყოფი ბავშვების უზრუნველყოფა შესაბამისი განმავითარებელი ინდივიდუალური/ჯგუფური აქტივობებით, რასაც თან ახლავს მშობლის/მეურვის როლის გაძლიერება ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში; 
სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებში შრომითი უნარების გამომუშავების ხელშეყობა;
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა განათლების ყველა საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობით;
სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც მოიცავს მოზრდილთა განათლების სხვადასხვა ეტაპის კომპონენტებს - სტუდენტების პრაქტიკას, სპეციალისტების მომზადებას, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგისა თუ სუპერვიზიის გამოყენებით; 
ინსტიტუტის ცენტრებისა და პროგრამების ბენეფიციარების ინტერესების დაცვა;
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში ახალი მიმართულებების, მეთოდებისა და პრაქტიკის -ქცევით-ემოციური განვითარების პროგრამის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იპოთერაპიის, სენსორული თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიისა და ა.შ. - კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა; 
უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებთან, ინსტიტუტებთან და ცენტრებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში; 

 

საკონტაქტო ინფორმაცია
თინათინ ჭინჭარაული
დირექტორი
ტელ.: 577 38 94 35
info.cadc@iliauni.edu.ge 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები