ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

  1. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამის ისტორიის მიმართულებაზე: მისაღები ადგილების რაოდენობა – 1
  2. ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამის კომპიუტერული და კორპუსის ენათმეცნიერების მიმართულებაზე: მისაღები ადგილების რაოდენობა – 1
  3. ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე: მისაღები ადგილების რაოდენობა – 2
  4. სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამაზე: მისაღები ადგილების რაოდენობა – 2
  5. სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე: მისაღები ადგილების რაოდენობა – 2

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2020 წლის 30 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა ატვირთონ ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება. მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი.

  1. სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა.)
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3.  აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5.  ფოტოსურათი 3x4;
  1.  სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა) ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ: ისტორია, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამა.
  2. სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ასევე საჭიროა საკუთარი კომპოზიციების ან საშემსრულებლო ინტერპრეტაციების პორტფოლიო (კრებული):
  • საკომპოზიტორო მიმართულებაზე

ა) თანამედროვე კომპოზიციაში – მინიმუმ სამი, მაქსიმუმ ათი საკუთარი კომპოზიციის სანოტო პარტიტურა და/ან აუდიო/ვიდეო ჩანაწერი. კომპოზიციები უნდა იყოს სხვადასხვა საკრავიერი შემადგენლობისთვის (მათ შორის შესაძლოა ხმისთვის); აქედან მინიმუმ ერთი სასურველია იყოს დიდი/შედარებით დიდი მასშტაბის;

ბ) ჯაზის კომპოზიციაში – მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ათი სხვადასხვა სტილის კომპოზიციის სანოტო და/ან აუდიო/ვიდეოჩანაწერები. კომპოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა სტილის თემის/თემის ქორუსის სახით (საშუალო და სწრაფი სვინგი, ჯაზ-ბალადა, ბოსა-

ნოვა/სამბა, თანამედროვე მიმართულებები და სხვ.). სანოტო ჩანაწერი შესაძლოა იყოს

canto + აკორდული სიმბოლოები;

  • საშემსრულებლო მიმართულებაზე

ა) საფორტეპიანო ხელოვნებაში – მინიმუმ სამი განსხვავებული ეპოქის მუსიკის საკუთარი

საშემსრულებლო ინტერპრეტაციების 40-60-წუთიანი აუდიო ან/და ვიდეოჩანაწერი (მაგ.,ბაროკოს, კლასიკური, ნეომანტიკული, იმპრესიონისტული, თანამედროვე და სხვ.). აქედან  მინიმუმ ერთი უნდა იყოს მსხვილი ფორმის (სუიტა, სონატა, კონცერტი, პიესების ციკლი ან მსგავსი);

) ჯაზის შემსრულებლობაში  სხვადასხვა სტილის ჯაზური მუსიკის ნიმუშების (საშუალო და სწრაფი სვინგი, ჯაზ-ბალადა, ბოსა-ნოვა/სამბა, თანამედროვე მიმართულებები და სხვ.) 30-40-წუთიანი ვიდეოჩანაწერი.

  1.  ა) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურს და არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი – Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს გერმანულს (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე) და არ გადის გერმანული ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის ან გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

გაფრთხილება! გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (მინიმუმ 60 ქულა) ან შესაბამისი ზემოხსენებული სერტიფიკატებით). ამ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა გთხოვთ მიუთითეთ დოკუმენტების გამოგზავნისას მეილში ენა, რომელსაც ირჩევთ მთავარ საგამოცდო ენად.

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები) ინგლისური ენის B2 და B1 (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 23 დეკემბერს, ხოლო გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ჩაუტარდეთ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 24 დეკემბერს.

ინფორმაცია გამოცდის დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2020 წლის 22 დეკემბერს. გამოცდაზე დასასწრები ბმული მითითებული იქნება განთავსებულ დოკუმენტში.

1. ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

2. ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

3. გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები - public version - band descriptors.

გერმანული ენის საგამოცდო ტესტის ნიმუში იხილეთ აქ.

გერმანული და ინგლისური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 24 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 25 დეკემბერს. 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2020 წლის 30 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ პროგრამების მიხედვით: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2021 წლის 11 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 12 იანვარს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2021 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2021 წლის 25-26 იანვარს. გამოცდაზე დასასწრები ბმული განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 27 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 28 და 29 იანვარს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2021 წლის 3 თებერვალს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და გამოცდაზე დასასწრები ბმულის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2021 წლის 1-ლ თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2021 წლის 5 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 9 და 10 თებერვალს A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა- მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ე) გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ვ) გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტმა ასევე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. ამისათვის უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus.

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

თ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები