მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ახალი ამბები

სტუდენტებისათვის, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, ჩარიცხვის პროცედურა ორი ეტაპისგან შედგება:

1. განაცხადისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის რეგისტრაცია. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად 2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის 16:00 საათამდე.
2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებული კრედიტების აღიარების დასკვნების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება ხდება ადგილზე გამოცხადებით (ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებსა და აუდიტორიაში)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში მობილობა ვერ განხორციელდება!


განაცხადებისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია

რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად.

განაცხადი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ერთ მეილად PDF ფორმატში 2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის  16:00 საათამდე, შემდეგ ელმისამართზე: mobility.arts_sciences@iliauni.edu.ge

გამოსაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხა (სასურველია გამოგზავნისას დაიცვათ თანმიმდევრობა და ატვირთული ფაილები დაასათაუროთ შესაბამისი ნუმერაციით, მაგალითად: ცნობა სტუდენტობის შესახებ დაასათაუროთ „7“; ატესტატი – „4“ და ა.შ.):

  1. განცხადება რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა – იხ. დანართი);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  3. ფოტოსურათი ზომით 3X4;
  4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  5. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  7. ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  8. ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  9. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი). (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
  10. სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია).

შენიშვნა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები (მე-7-8-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული დოკუმენტაცია) დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება არა უგვიანეს 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში (გამოცხადების გრაფიკი გეცნობებათ ელექტრონულად გადმოგზავნილი განაცხადის პასუხად იმავე ან მომდევნო დღეს).

ხელშეკრულების გაფორმების დროს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონული რეგისტრაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად და დამატებით 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

ხელშეკრულების გაფორმებისათვის სტუდენტი (ან მისი კანონიერი წარმომადგენელი) სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო ვერ ცხადდება დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ვალდებულია ელექტრონული რეგისტრაციისას მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე;

იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება სტუდენტის კანონიერი წარმომადგენელი (მინდობილი პირი), მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები