სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარე მობილობა სამართლის სკოლაში

ახალი ამბები

1. იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, ელექტრონული რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის 16:00 საათამდე, შემდეგ ელმისამართზე: mobiloba.law@iliauni.edu.ge

2. რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადების ფორმა).

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
შენიშვნა: სასწავლო ბარათში არსებობის შემთხვევაში ჩანაწერი – უცხო ენა დაკონკრეტდეს, რომელი ენა აქვს სტუდენტს გავლილი.
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
თ) ფოტოსურათი ზომით 3X4;
ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

3. მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია გადმოგზავნილ უნდა იქნეს ერთ მეილად PDF ფორმატში;

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;

5. ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში სამართლის სკოლის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში, რომელიც ეცნობება მეილის საშუალებით. ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა წარმოადგინოს ელექტრონული რეგისტრაციისას გამოგზავნილი მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად და დამატებით 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

6. იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო ვერ გამოცხადდება დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ვალდებულია პირველ პუნქტში მითითებულ ელფოსტაზე გამოგზავნოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა;

7. იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები