საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარე მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე

ახალი ამბები

იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, ელექტრონული რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის 16:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადების ფორმა).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, და იმ პროგრამის სახელწოდება, რომელზეც სურს ჩარიცხვა. განაცხადი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია გადმოგზავნილ უნდა იქნეს ერთ მეილად PDF ფორმატში ელმისამართზე application_se@iliauni.edu.ge  2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის 16:00 საათამდე.

განცხადებასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
გ) ცნობა, გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარებისეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
თ) ფოტოსურათი ზომით 3X4;
ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან;
კ) მნიშვნელოვანია! საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1) 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია.

2) იმ პირებმა, რომლებიც ჩარიცხული არიან საბაკალავრო საფეხურზე 2020-2021 სასწავლო წლამდე, უნდა წარმოადგინონ ცნობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით ჩაბარებული მეოთხე გამოცდის თაობაზე შემდეგ საგნებიდან ერთ-ერთში: ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, ქიმია.

2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები“.


ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდაგამოცხადდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 15-16 თებერვალს მისამართზე: გ. წერეთლის გასასვლელი N3, ოთახი S103.

ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა წარმოადგინოს ელექტრონული რეგისტრაციისას გამოგზავნილი მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად და დამატებით 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ დადასტურებული კოვიდინფექციის გამო ვერ გამოცხადდება დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ვალდებულია ელფოსტაზე application_se@iliauni.edu.ge გამოგზავნოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა;

იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხელშეკრულების გაფორმებისათვის სტუდენტები სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.

ტელ.: 2 220009 (115)

 2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები