ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა”

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“.

კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს, 23 დეკემბერს კი მოეწყობა მრგვალი მაგიდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ მუშაობის პირველი წლის შედეგების შესახებ. პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ სამეცნიერო მუშაობის შედეგებს.

კონფერენციის ბოლოს გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ბოლო წლებში გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია.

კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2022 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები (აშშ-დან, საფრანგეთიდან, ირანიდან, მალაიზიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან).

კონფერენციის პროგრამა დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3YzmhXV

კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.


განრიგი

21 დეკემბერი

II სხდომა (13:00-15:00)

III სხდომა – III სესია (15:30-17:30)

22 დეკემბერი 

IV სხდომა (10:30-12:30)


სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

დრო: 21 დეკემბერი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201-202 ოთახი, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები