ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია „პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხის გაუმჯობესება 2024“

ღონისძიებები

22-23 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ჯანდაცვის ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჯანდაცვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასა  – „VMARSH HEALTHCARE”  და ლინეა ჰელსქეარ გრუპთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხის გაუმჯობესება“.

ღონისძიება აერთიანებს ჯანდაცვის პროფესიონალებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და სამედიცინო მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო, როგორებიცაა: პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხის მართვა, პროცესების გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისების მართვის საერთაშორისო სტანდარტები და სხვ.

პროგრამა იხ. ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/83/83778.pdf

დრო: 22-23 ივლისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები