საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2024
ღონისძიებები
4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი.
4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან საკითხებს..
ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.
პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული: https://iliauni.edu.ge/uploads/other/83/83896.pdf
ღონისძიების სპონსორები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ინჰას უნივერსიტეტი
- კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისი საქართველოში
- გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
- უცხო ენების სასწავლო ცენტრიMillennium House
- რესტორანი „სეული“
- რესტორანი KOREA
- მეღვინეობა „აკიდო“
- მეღვინეობა Muzze
- ქართული ჩიფსი „ფრიქსი • FRIXX“
- Ottogi Georgia
- AlterSocks • ალტერსოქსი
- ცეკვის სტუდია "შავლეგო"
- ქართულ-კორეული ხიდი - Georgian-Korean Bridge (GKB)
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო:
- 4 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
- 5 ივლისი, 10:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ.3/5
დასწრება თავისუფალია.
2024