მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

ღონისძიებები

27-28 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • სოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე.
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები.

კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები.

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა:

დრო: 27-28 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები