ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

მოსწავლეთა შემაჯამებელი კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“

ღონისძიებები

1 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 დარბაზში გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“.

კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის საკვირაო სკოლის „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“ დასკვნითი ღონისძიებაა, რომელშიც 3 თვის განმავლობაში 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ჯგუფის პროფესორები და მკვლევრები უკითხავდნენ ლექციებს შემდეგ თემებზე:

  • სამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;
  • ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;
  • ხილული და უხილავი სამყარო;
  • ბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;
  • ვარსკვლავთა ისტორია;
  • ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;
  • შავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი;
  • გალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;
  • სამყარო ფართოვდება;
  • რას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?
  • სამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;
  • რა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?
  • გრავიტაცია გვაძლევს საშუალებას, ავწონოთ სამყარო;
  • გრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;
  • როგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი.

პროგრამა


1 მარტი, 16:00 საათი - ოფიციალური გახსნა

მომხსენებლები:

ნინო არჩვაძე, ქ. თბილისის N155 საჯარო სკოლა, X კლასი,
თემა: ელექტრომაგნიტური ტალღების (სინათლის) სპექტრი;

ანასტასია კიკალია, სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“, X კლასი,
თემა: ბნელი მატერია;

ნინო კვიჟინაძე, ქ. თბილისის N186 საჯარო სკოლა, XI კლასი,
თემა: ნეიტრინო;

ანასტასია ბირბიჩაძე, ქ. თბილისი, I ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, XI კლასი,
თემა: ფარული მატერია და მასზე დაკვირვების საშუალებები;

გიგი გოგუა, სერვანტესის სახ. გიმნაზია აია-ჯესსი, XI კლასი, ირაკლი ვეშაპელი, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N199 საჯარო სკოლა, XI კლასი,
თემა: გრავიტაციული ტალღები;

ანა ნარიმანიძე, ქ. თბილისის N71 საჯარო სკოლა, XII კლასი,
თემა: დიდი აფეთქება – სამყაროს ევოლუციის თეორია;

გვანცა მებონია, სოფ. ნოქალაქევის საჯარო სკოლა, XI კლასი,
თემა: სამეცნიერო რევოლუცია;

ნინო გეგეჭკორი, ქ. თბილისის N118-ე სჯარო სკოლა, IX კლასი,
თემა: დიდი აფეთქება;

მარიამ ყიფიანი, კეხიჯვრის საჯარო სკოლა, X კლასი,
თემა: ფოტოეფექტი – ელექტრომაგნიტური გამოსხივება;

ლუკა კუკავა, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა, X კლასი,
თემა: ცხელი დიდი აფეთქება – სამყაროს წარმოშობის თეორიები;

ვახტანგ ჩიხლაძე, ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა, X კლასი,
თემა: ვარსკვლავთა ისტორია და 27 ვარსკვლავის მნიშვნელობა ბრაზილიის დროშაზე;

ლიზი გურგენიძე, ვახტანგ პაპუნიძის სახ. დაბა ქედის საჯარო სკოლა, XI კლასი;
თემა: ელექტრომაგნიტური გამოსხივება.


პროექტის შესახებ:

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SPG22-444) ნოემბერ-თებერვალში.

კურსი განკუთვნილი იყო IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის და 15 სალექციო შეხვედრას მოიცავდა. მონაწილეებს ლექციებზე დასწრება შეეძლოთ როგორც ფიზიკურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით).

დეტალურად პროექტის შესახებ

დრო: 1 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 დარბაზი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები