ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

„ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია

ღონისძიებები

24 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია „ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მეხსიერების პოლიტიკის შესახებ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად ყოველწლიურად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე, რათა მიმოიხილოს ისტორიის კვლევა და სწავლება სამხრეთ კავკასიაში.

მეხსიერების პოლიტიკის მკვლევრები და მეცნიერები აღწერენ, საგანმანათლებლო დაწესებულებები დღეს როგორ განაგრძობენ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა საგანმანათლებლო პრაქტიკას. საკლასო ოთახებსა და ისტორიის წიგნებში საბჭოთა პერიოდის მსგავსად მოსწავლეებს ხშირად აცნობენ წარსულის ერთ ოფიციალურ ინტერპრეტაციას.

მომხსენებლები იმსჯელებენ ისტორიის სწავლების მეთოდებზე, ისტორიულ ნარატივებზე და განიხილავენ მიმდინარე დებატებს ისტორიის როლზე ახალგაზრდების იდენტობის ჩამოყალიბებაში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს კვლევებსა და დისკუსიებს მეხსიერების პოლიტიკის მნიშვნელოვან თემაზე და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების პროცესს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით მომუშავე მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები.

ვრცლად კონფერენციის შესახებ https://bit.ly/3seP9px

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 24 ოქტომბერი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია B201, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები