ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 13-19 ნოემბერი, 2017

ღონისძიებები

13-19 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.

13-19 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს,საჯარო ლექციებსა და კონკურსებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობათა გაძლიერებაზე.

http://gew.iliauni.edu.ge/


განრიგი

10-18 ნოემბერი, მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული

12-17 ნოემბერი, ბიზნესიდეების კონკურსი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის – გლობალური მეწარმეობის კვირეული

13 ნოემბერი, შეხვედრა სტარტაპებთან VREX, WIFISHER, CNICK, PAWWWN - გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

→ 15 ნოემბერი, სტარტაპ მარკეტი

→ 15 ნოემბერი, ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

→ 16 ნოემბერი, შეხვედრა მეწარმე ქალებთან

→ 18-19 ნოემბერი, ჰაკათონი „ციფრული ტურიზმი“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ბანერები