ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა სტარტაპებთან Vrex, Wifisher, Cnick, Pawwwn - გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება სტარტაპ პანელი, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული სტარტაპები: Vrex, Wifisher, Cnick, Pawwwn

ღონისძიება გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ, თუ რატომ უნდა შექმნათ საკუთარი სტარტაპი დღეს და არ გადადოთ მომავლისთვის. თუ როგორ შეგიძლიათ, იყოთ ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელები თავად და აკეთოთ საზოგადოებისთვის ნამდვილად სასარგებლო საქმე. რა გამოწვევები გელოდებათ სტარტაპის შექნისას და რა წინააღმდეგობებს შეიძლება წააწყდეთ სტარტაპ საქმიანობის პროცესში.

დრო: 13 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი  (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტი 

ბანერები