ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ღონისძიებები

15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი, გიორგი ისაკაძე, კახა მაღრაძე, ნინო პატარაია, გიორგი პაპავა, ნინო სუბელიანი, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. 


განრიგი

18:30-18:40 – გახსნა

18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“

19:10-19:40 – გიორგი პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში“

19:40-20:10 – სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „სტარტაპ კულტურა“

20:10-20:40 – ნატალია შელეგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „სტარტაპ მარკეტინგი“

20:40-21:10 – ნინო პატარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „უნივერსიტეტის როლი მეწარმეობის განვითარებაში“

21:10-21:40 – კახა მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „კომუნიკაციის როლი“

21:40-22:30 – ნინო სუბელიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „ვლაპარაკობთ თუ არა ერთ ენაზე“; „ეს რომ მცოდნოდა…“

22:30-23:00 – გიორგი ისაკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
თემა: „მედიის როლი მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით“ 

23:00 - 23:30 - ფურშეტი


მომხსენებლების შესახებ

გიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბისი-ინტერნეიშენალში“, საქართველოს სახალხო ბანკში; იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს.

სანდრო ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტები: Online.iliauni.edu.ge; saba.com.ge; cybergala.me; kavshirebi.ge და სხვ.

ნატალია შელეგია  არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, კულტურის კვლევის დოქტორი, ფლობს New England College-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009 წლებში მუშაობდა მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტად საქართველოს ბანკში, ქართუ ბანკში, ტექს ჯგუფში და სარკე ქონსალთინგში, ფორბსის ბლოგერი. 

ნინო პატარაია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორია. 2014 წლიდან ასწავლის სალექციო კურსს ინოვაციურ მენეჯმენტში. ნინო პატარაია ფლობს University of Tampere-ს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში სწავლობდა University of Oslo-ში, University of Tampere-სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2014 წელს მოიპოვა Glasgow Caledonian University-ის  (Glasgow, UK) დოქტორის ხარისხი.  მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო მისი კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე.

კახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. არის ავტორი საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.

ნინო სუბელიანი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია; მას განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს NIMA –  A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ-ს (European Marketing Confederation).  2001 წლიდან მოყოლებული ნინო მუშაობდა, როგორც კვლევით და საკონსულტაციო, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR-ში დაიწყო  „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“, კომპანია IPM-ში. 2007 წლიდან მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

გიორგი ისაკაძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების  – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ ავტორია;  2009 წლიდან დღემდე არის შპს „თაჩ მედიას“ მმართველი პარტნიორი და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი; 2009 წელს მან დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2007 წლიდან დღემდე  შპს „ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ გენერალური დირექტორი; 2004-2008 წლებში კი იყო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი.

დრო: 15 ნოემბერი, 18:30-23:30

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32)

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები