ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (Fablab Iliauni) 13-19 ნოემბერს ბიზნესის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარებს მეიქათონს „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“.

მეიქათონის მიზანია სტუდენტების ბიზნესიდეების ხელშეწყობა.

პროექტის აღწერა და განრიგი

I ეტაპი რეგისტრაცია, 10 ნოემბრის ჩათვლით

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 8 ნოემბრისა.

სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/Qd11QbPzUmmFL5Gr2

II ეტაპი საინფორმაციო შეხვედრა, 11 ნოემბერი

რეგისტრირებულ მონაწილეებს დავუკავშირდებით 10 ნოემბერს. 11 ნოემბერს კი, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში Fablab Iliauni (გ. წერეთლის N3) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დეტალურად გაგაცნობთ:

  •  მეიქათონის ჩატარების პრინციპს
  •  ფაბლაბის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს.

III ეტაპი გუნდებად ფორმირება, ტრენინგები და ბიზნესიდეის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება, 11-14 ნოემბერი

რეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და იწყებენ შერჩეულ ბიზნესიდეაზე მუშაობას. პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები, ჩაუტარდებათ ტრენინგი 2დ დიზაინსა და ბიზნესმოდელის შექმნაში. ასევე მენტორების წინაშე გამართავენ საბოლოო ბიზნესიდეების პრეზენტაციებს.

IV ეტაპი პროტოტიპირება, ვალიდაცია, წარმოება, 14-18 ნოემბერი

ფაბლაბში არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, შექმნიან საკუთარი იდეების პროტოტიპებს და იმუშავებენ მის დახვეწაზე.

V ეტაპი – Demo დღე, პროდუქციის პორტფოლიოების გაკეთება, 19 ნოემბერი

ბიზნესიდეის ავტორებისა და მათ მიერ შექმნილი პროდუქციის პორტფოლიოების მომზადება, პროფესიონალური ფოტოგადაღება.

VI ეტაპი საშობაო მარკეტის მოწყობა შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა


საკონტაქტო ინფორმაცია:

სანდრო კანდელაკი, ფაბლაბის მენეჯერი 
ელფოსტა: sandro.kandelaki@iliauni.edu.ge
გოგა საათაშვილი, ფაბლაბის ტექნიკური ექსპერტი
goga.saatashvili@gmail.com

http://gew.iliauni.edu.ge/

 

ბანერები