ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტარტაპ მარკეტი – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართება სტარტაპ მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი:

Fully • ფული

Fully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს.

Fully • ფულის საფულე არის ნივთი, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ, რადგან ის ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება.

Fully • ფულის საფულის დიზაინისა და ფერის შეცვლა მომხმარებელსაც შეუძლია, რაც მას მეტად ინდივიდუალურსა და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულს ხდის.

Mood

Mood Eyewear არის ხელნაკეთი ხის სათვალეების ბრენდი. დაარსდა 2017 წლის გაზაფხულზე. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშისგან ინდივიდუალურად, კლიენტზე მორგებულ სათვალეს. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის სასურველი გრავირება სათვალესა და მის ჩასადებ ყუთზე.

Handy

ჰენდი ქმნის ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ მაჯის საათებს ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით.

Light group

light group სტარტაპ კომპანია უკვე თითქმის სამი წელია, რაც ჩამოაყალიბდა. ნივთებს ორი ადამიანი ვამზადებთ. ჩვენ ვაწარმოებთ ბლოკნოტებს, სანათებს, ჩანთებს, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებსა და აქსესუარებს. ძირითადად ვმუშაობთ ხის მასალაზე, თუმცა, შეკვეთებიდან გამომდინარე, ვიყენებთ ორგანულ მინასაც. ნივთებს ვყიდით საიტებით, განთავსებული გვაქვს თბილისში რამდენიმე მაღაზიაში.

მემორი

მემორი არის სტარტაპი, რომელიც ქართული წარმოების ტყავისგან სამახსოვრო აქსესუარებს ქმნის.

სტარტაპ მარკეტზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპების მიერ შექმნილ პროდუქციას და შეიძინონ სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტები.

დრო: 15 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ი.ჭავჭავაძის გამზ. ნ32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები