ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია ილიაუნიში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.

კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ღონისძიებების განრიგი:

ტელესერიალის „დაუჯერებელი“ პირველი სერიის ჩვენება და დისკუსია

დრო: 25 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად: http://bit.ly/37hFjHO


საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე

დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად: http://bit.ly/2XoTPsB

➤ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია

დრო: 30 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად: http://bit.ly/2r3Li22


➤ რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

დრო: 3 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად: http://bit.ly/2prLDez

➤ ქალები სამხედრო სფეროში

დრო9 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობაწიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლადhttp://bit.ly/2rtjAMn

Დასწრება ყველა ღონისძიებაზე თავსუფალია.

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და მისი მიზანი მსოფლიოში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასრულებაა. გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით 2019 წელს კამპანიის მთავარი თემაა გაუპატიურება, როგორც სექსუალური ძალადობის ფორმა, რომელსაც განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ქალებისა და გოგონებისთვის.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ილიაუნის სხვადასხვა სივრცეში ონლაინპლატფორმის „ქალები საქართველოდან“ინსტალაციები განთავსდება. ინსტალაციებზე ექვსი ქალის ფოტო და მათი უნიკალური და შეულამაზებელი ისტორიებია დატანილი.

2019 წელი

ბანერები