ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

ღონისძიებები

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?“.

ჩვენ გარშემო სექსულური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი ბევრი ქალია, ქალები, რომლებიც მეხსიერებაში სრულიად მკაფიოდ ან ფრაგმენტულად ინახავენ სასტიკ გამოცდილებას და ცდილობენ მასთან გამკლავება და მასთან თანაცხოვრება ისწავლონ.

მათთვის ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავის ადეკვატურად დასჯა შეიძლება მსხვერპლისთვის ერთადერთი შვება აღმოჩნდეს, ამიტომაც გაუპატიურების შემთხვევათა გამოძიება ისეთივე კომპლექსურია, როგორც თავად დანაშაული.

საჯარო დისკუსიაზე დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტზე, მსხვერპლზე ორიენტირებულ, მგრძნობიარე და თანამედროვე სტანდარტების მართლმსაჯულების სისტემასა და სათანადო სევრისების არსებობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.

მომხსენებლები: სალომე ზანდუკელი, აქტივისტი

თამარ თანდაშვილი, მწერალი, ფსიქოლოგი

მოდერატორი: ანა აფციაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 3 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2019 წელი

ბანერები