ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია.

საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სავალალოა, საზოგადოებაში ფესვგადგმული ტრანსფობიისა და ტრანსფობიურ ნიადაგზე ძალადობის გარდა, სერიოზული პრობლემაა მათი გენდერის სამართლებრივი არაღიარება, რაც ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს. 

თამარ მარმალიძის სამაგისტრო ნაშრომი „ტრანსგენდერი ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ქართული და ევროპული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით” სწორედ ამ საკითხს მიმოიხილავს და იკვლევს, თუ ვინ  და რა სახით ერევა ამ უფლებაში  და რა გავლენას ახდენს ეს ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაზე.

მომხსენებლები: თამარ მარმალიძე, ილაუნის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი

ნიკოლო ღვინიაშვილი, ტრანგედერი აქტივისტი

მოდერატორი: მარიამ კვარაცხელია, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ორგანიზაციის „თბილისი პრაიდი” თანადამფუძნებელი 

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 30 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები