ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტელესერიალის „დაუჯერებელი“ პირველი სერიის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ტელესერიალის „დაუჯერებელი“ პირველი სერიის ჩვენება და დისკუსია.

მინი ტელესერიალი „დაუჯერებელი” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და გაუპატიურების მსხვერპლ თინეიჯერი გოგონას ამბავს მოგვითხრობს. მისი ისტორია საჯარო ProPublica-ს და The Marshall Project-ის ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გახდა. სერიალი კარგად აჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როდესაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა და საზოგადოება მას სათანადოდ არ ეპყრობა.

მოდერატორი: სალომე კვირიკაშვილი, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 25 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები