ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე.

ოჯახში ძალადობა და ჩაგვრა, ორსულობა მოზარდობის ასაკში, ბარიერი განათლების მიღებისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმა-– ეს ბავშვთა ქორწინების თანმდევ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია. 

მიუხედავად მკაცრი საკანონდებლო რეგულაციებისა, ბავშვთა ქორწინება ხშირია და ის გოგონების უფლებებს ფუნდამენტურად ლახავს. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

საჯარო დისკუსიაზე ბავშვთა ქორწინების სავალალო შედეგებსა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე ვისაუბრებთ.

მომხსენებლები:

გოგა ხატიაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი

მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბავშვთა ფსიქოთერაპევტი

მოდერატორი: ომარ ისაევი, ილიაუნის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები