ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლექციათა სერია „ყველაფერი უკრაინის შესახებ“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ“. სერიის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის, კერძოდ, მისი ისტორიის, ენის, ლიტერატურის, კულტურის, პოლიტიკური სისტემის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში ქვეყანა აღმოჩნდა.

კურსს გაუძღვებიან კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია. მომხსენებლები 2022 წლის მაისიდან შემოუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინის სამეცნიერო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული პროგრამის Ukrainian Academics at Risk ფარგლებში.

ლექციების მსმენელები გაეცნობიან უკრაინის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, უკრაინული კულტურის სხვადასხვა კომპონენტს, იმ ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა უკრაინული კულტურის ფორმირებაზე. დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება, მეტი შეიტყონ უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის, ეკონომიკის ძირითადი სექტორებისა და წამყვანი ეროვნული ბრენდების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის ევოლუციას საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, უკრაინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და თანამედროვე რევოლუციებს უკრაინაში. მომხსენებლები ისაუბრებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, მის ჰიბრიდულ კომპონენტზე, ე.წ. „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიასა და ამ იდეოლოგიის უკრაინასა და რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გავრცელების საფრთხეებზე.

ლექციების თემატიკა:

ლექციათა სერია დაიწყება მიმდინარე წლის 24 მაისს.

ლექციათა ციკლი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. მსმენელს საშუალება ექნება ლექციებს დაესწროს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად Zoom პლატფორმის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, თუმცა საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა. ლექციებზე წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 22 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3sCsa8t

2022 წელი

ბანერები