ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

რისკის ქვეშ მყოფი უკრაინელი აკადემიური პერსონალის პროგრამაზე მოწვევა

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და აგრესიამ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის აკადემიურ პერსონალს, სიკვდილის საფრთხე შეუქმნა.

უკრაინის სამეცნიერო საზოგადოებისადმი სოლიდარობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ომმა, ერთი მხრივ, გამოამჟღავნა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში (ენა, პოლიტიკა, კულტურა) კომპეტენტურობის მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, გამოავლინა შესაბამისი აკადემიური რესურსების სიმცირე. ჩვენ გვჯერა, რომ რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის პროგრამა ხელს შეუწყობს უკრაინული კვლევების განვითარებას საქართველოშიც.

შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ ლექციები და ჩაერთონ სხვა აკადემიურ აქტივობებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სფეროებში:

  • უკრაინული ენა;
  • უკრაინის ისტორია და კულტურა;
  • უკრაინის პოლიტიკა და საზოგადოება;
  • უკრაინის უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები.

რას ვთავაზობთ

უკრაინის უნივერსიტეტებისა და კვლევით დაწესებულებათა სამი წარმომადგენელი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარის ოდენობით და უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით თბილისში. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შეუზღუდავი წვდომა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ობიექტებზე. პროგრამის ხანგრძლივობა 3-იდან 6 თვემდეა.

ვის შეუძლია განცხადების შეტანა

პროგრამა ხელმისაწვდომია უკრაინის მოქალაქეებისთვის

  • რომელთაც მოპოვებული აქვთ დოქტორის წოდება (ან ეკვივალენტი) სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას;
  • რომლებიც არიან უნივერსიტეტის პროფესორები, მასწავლებლები/ლექტორები ან მკვლევრები.

განაცხადის შეტანისა და შერჩევის პროცედურები

განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი და სასწავლო/კვლევითი გეგმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamar.tolordava@iliauni.edu.ge

კანდიდატებს გაესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესარჩევი კომიტეტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ: tamar.tolordava@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოში, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა, დაარსებული 2006 წელს ექვსი სხვადასხვა ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად, რომელთაგან თითოეულს ხანგრძლივი ისტორია და მრავალფეროვანი ინსტიტუციური პროფილი აქვს. უნივერსიტეტის სკოლები გთავაზობენ სწავლების გამორჩეულ მეთოდებს საკუთარ მიმართულებებში და გაძლევენ სიღრმისეული კვლევის შესაძლებლობას სოციალურ, ჰუმანიტარულ, სიცოცხლის შემსწავლელ, დედამიწის შემსწავლელსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ხელმძღვანელობა მიესალმება სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ პროგრამებს, მხარს უჭერს კვლევითი საქმიანობის დასაფინანსებლად კვლევით ინიციატივებს და სამართლიანად იკავებს მოწინავე კვლევითი ციტირების ინდექსს საქართველოში. სადოქტორო პროგრამებზე ქვეყანაში კონკურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, დაახლოებით 16684 სტუდენტით, 1154 მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და განახლებული კვლევითი ინფრასტრუქტურით საქართველოს რამდენიმე რეგიონში (მათ შორის 70 დიდი და მცირე კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი და სადგური), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი უნივერსიტეტი გახდა სწავლისა და დასაქმების სფეროებში.

2022 წელი

ბანერები