ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“

ღონისძიებები

28 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“.   

მომხსენებელი ისაუბრებს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე, ე.წ. „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიაზე, მის სამიზნე აუდიორიასა და იდეოლოგიის გავრცელების გზებსა და ინსტრუმენტებზე, ასევე რუსულ საინფორმაციო ომთან ბრძოლის უკრაინულ სტრატეგიაზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ლექცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პლატფორმა ზუმის დახმარებით.

ზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/39N7FzR

სწრაფი ბმულები: 

2022 წელი

ბანერები