ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ალლა გოლოვნიას საჯარო ლექცია „უკრაინული ლიტერატურა და თანამედროვე ხელოვნება“

ღონისძიებები

3 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინული ლიტერატურა და თანამედროვე ხელოვნება“.

მომხსენებელი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლიტერატურა კიევის რუსეთში; ადრეული მოდერნული პერიოდის უკრაინული ლიტერატურა; მე-19 და მე-20 საუკუნის უკრაინული ლიტერატურა; თანამედროვე უკრაინული ლიტერატურა.

მომხსენებელი ასევე ისაუბრებს თანამედროვე უკრაინულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაზე, მუსიკაზე, კინოსა და თეატრზე

სამუშაო ენა: ინგლისური

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ლექცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, პლატფორმა ზუმის დახმარებით.

ზუმის ბმული: https://bit.ly/38KnlDk

სწრაფი ბმულები:

2022 წელი

ბანერები