ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი სტუდენტებისთვის –ფინტექი

ახალი ამბები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1-ელიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ბაკურიანში სტუდენტებისათვის გამართავს ინოვაციური სტარტაპების ბანაკს, რომლის მთავარი თემა იქნება ფინტექი.

ბანაკი განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში STEAM-ის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა მათ უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და იმუშაონ STEAM-თან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებზე.

ბუთქემფის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ცოდნა ფინტექის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, STEAM-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ, ასევე კორპორაციული თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევები.

ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (თბილისიდან ტრანსპორტირება, ცხოვრება, კვება, სასწავლო მასალები და სხვ.),

ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და პრე-აქსელერატორი ზუმაუთი აქტიურად იმუშავებენ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად.

როგორ მივიღო ბანაკში მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით https://bit.ly/3WEZQzR

მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.

სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 23:59

ადგილმდებარეობა: ბაკურიანი-ინი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირები:
ავთანდილ მღებრიშვილი
მობილურის ნომერი: 551080404
ანი ჩიკვაიძე
მობილურის ნომერი: 558147202

2022

ბანერები