


ნინო დობორჯგინიძის ლექცია: „ევროპული განმანათლებლობის ისტორიისათვის საქართველოში 1879-2024"
ღონისძიებები
15 მაისი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების დღეა.
145 წლის წინ, 1879 წლის 15 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში საზოგადოების პირველ ყრილობაზე „დაწესებას“ ხელი მოაწერეს „ქშწკგ“ საზოგადეობის თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანმა და გამგეობის წევრებმა : ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე მაჩაბელმა, ნიკო ცხვედაძემ და რაფიელ ერისთავმა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნიკალური ციფრული პროექტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის პრეზენტაცია.
იხ. https://society.iliauni.edu.ge/
პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია: ევროპული განმანათლებლობის ისტორიისათვის საქართველოში 1879-2024.
„ლიგამუსში“ გამართულ ღონისძიებაზე ნინო დობორჯგინიძემ ისაუბრა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, როგორც პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის როლზე:
„XIX საუკუნეში, მაშინ, როდესაც არც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაგვაჩნდა და არც ეროვნული თვითშეგნების გამორჩეული ხარისხი, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ევროპული განმანათლებლობით გაიმარჯვა რუსეთის ორ განაპირა გუბერნიაზე და შექმნა ახალი საქართველო ახალი ადმინისტრაციული ერთეულებით - სკოლებით, ბიბლიოთეკებით“.
https://society.iliauni.edu.ge/institutions ამ რუკაზე წარმოდგენილია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1879-1921 წლებში გახსნილი 652 საგანმანათლებლო დაწესებულება.
ევროპის კვირეულის ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციას დაესწრო ილიას სახელმწიფო უნვერიტეტის საპატიო დოქტორი, ქალბატონი მზექალა შანიძე. საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არაერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივაზე, ამ ფონდის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებულ ხელნაწერებსა და მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებზე.
2024
გალერეა