ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე. 

6-კვირიანი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს: 

  • საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
  • საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
  • ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში; 
  • ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გუნდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი მოქმედი და/ან კურსდამთავრებული სტუდენტი ჰყავს, რომელთაც სურთ თავიანთი ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.

პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები იდეებს გააცნობენ სპეციალურ ჟიურის. 

პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:

  • იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10 %
  • სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა – 10 %
  • პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80 %

პროგრამა იყოფა 6 ძირითად ნაწილად:

  1. იდეების გენერირება და დახვეწა
  2. პროტოტიპირება და ვალიდაცია
  3. ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები
  4. საინვესტიციო ფონდების მოძიება 
  5. საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკა
  6. საინვესტიციო პიჩის მომზადება

პროგრამა დაიწყება 27 მაისს.

დასრულდება 12 ივლისს დემო დღით.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98 

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 20 მაისი, 23:59 საათი

 2024

 

ბანერები