ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები „ჰორიზონტი ევროპის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში კონსტანცში მეთოდოლოგიურ ვორკშოპს დაესწრნენ

ახალი ამბები

26-27 აპრილს გერმანიაში, ქალაქ კონსტანცში, გაიმართა „ჰორიზონტ ევროპის“ (Horizon) კვლევითი პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACing changE: Overcoming Blockages and advancing democracy in the European Neighbourhood (EMBRACE)) მეთოდოლოგიური ვორკშოპი. პროექტის მიზანი ევროპის სამეზობლოში დემოკრატიზაციის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და შეძენილი ცოდნით პროდემოკრატიული აქტორების გაძლიერებაა.

ვორშოპზე, რომელიც მიეძღვნა კვლევითი პროექტის მეთოდოლოგიურ ასპექტებს, პროექტის მონაწილე მკვლევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მოსაზრებები საკვლევი რეგიონების სპეციფიკასა და კვლევის შემდგომი ეტაპების დაგეგმვასთან დაკავშირებით. კონსორციუმის წევრებმა შეიმუშავეს კვლევის ზოგადი მეთოდოლოგიური ჩარჩო და საველე სამუშაოების დიზაინი, ისაუბრეს კვლევის ეთიკურ, გენდერულ და კულტურულ ასპექტებზე, მიმოიხილეს პროექტის თემატიკაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურაც. ვორკშოპის მთავარი მიზანი იყო პროექტის მონაწილეთა მიერ კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა თანმიმდევრულობისა და შედარებითობის მიღწევა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია. ილიაუნის გუნდი უძღვება საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებული ემპირიული შემთხვევების შესწავლის ნაწილს.

2023

ბანერები