სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

რეგისტრაციის ვადები და პროცედურები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2021 წლის 16-დან 27 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.   

ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 16 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –- პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2021 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

.შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით

ა) კერძო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსიესე(60%) ნიმუში; ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40 %) ნიმუში.

ბ) საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსიესე, (60%) ნიმუში; ბ) ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40%) ნიმუში.

გ) სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსი, (60 %) ნიმუში; ბ) ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40%) ნიმუში.

კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 30 აგვისტოსი;

პირველადი შედეგების გამოქვეყნებააპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატთა პირველადი შეფასებები განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის  მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 12 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი სამართლის სკოლის ელექტრონულ მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge 2021 წლის 13 და 14 სექტემბერს.

სააპელაციო განაცხადები განიხილება 2021 წლის 15 სექტემბერს.

2021 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება გამოცდებგავლილი მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები  აპელაციის შედეგების გათვალისწინებით მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასების, სკოლის და პროგრამის მითითებით.

ხელშეკრულებების გაფორმება

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2021 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 23 სექტემბრის ჩათვლით (მათ შორის 17, 20, 21 სექტემბერი – ძირითადი სია, 22, 23 სექტემბერი – სარეზერვო სია), 10:00-დან 18:00 საათამდე. ხელშეკრულებები გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან.  სწრაფი ბმულები

იხილეთ გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია:

იხილეთ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის საგნების ჩამონათვალი.

იხილეთ საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის საგნების ჩამონათვალი.

იხილეთ სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის საგნების ჩამონათვალი.

იხილეთ ბრძანება - მიღება ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები

ბანერები