სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამართლის სკოლების შეხვედრა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი“

ახალი ამბები

9-12 ივლისს სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინში“ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული მე-3 პროექტის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამართლის სკოლების შეხვედრა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი“.

პრეზენტაციებზე, დისკუსიასა და ვორკშოპზე ორგანიზატორებმა და მონაწილე ექსპერტებმა დამსწრეთ გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.

ექსპერტები და მონაწილეები ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას, შეხვდნენ სამართლის სკოლის დეკანს, გიორგი პაპუაშვილს, შეთანხმდნენ შემდგომ აკადემიურ თანამშრომლობაზე.

რეგიონული პროექტის ფარგლებში ღონისძიებას ესწრებოდნენ მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები, ასევე საგანმანათლებლო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

ილიაუნის სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ:

  • სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი მარინა მესხი;
  • სამართლის სკოლის დეკანის თანაშემწე / პროექტების კოორდინატორი მედეა ცხომელიძე. 

ორგანიზატორ მხარეს წარმოადგენდნენ:

  • პროექტის მენეჯერი ევროპის საბჭოს ეგიდით დანკო რუნიჩი – დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დირექტორატი, პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება და თანამშრომლობა“ გენდერული თანასწორობის განყოფილება;
  • დოქტორი ენი ლორ ჰამბერტი;
  • მოდერატორი – კაროლინ ედგერტონი;
  • ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ქრისტინა ხოხლოვა, ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის;
  • ევროპის საბჭოს ექსპერტი ბაია პატარაია. 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მართლმსაჯულების გაძლიერება, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის წახალისება და დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა და მათთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება; გენდერული საკითხების იმპლემენტაცია უმაღლეს სასწავლებლებში, კურიკულუმების გადახედვა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლება.

რეგიონული პროექტი მოიცავს შემდეგ თემებს: ქალთა წვდომა მართლმსაჯულებაზე: გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ევროპის საბჭოს სტანდარტების განხორციელება.

2024

ბანერები