სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის შიდასაუნივერსიტეტო წერითი გამოცდების ჩატარების განრიგი

გაფრთხილება: შიდასამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე.

გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მითითებულ დროს.

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
  1. წერა – კაზუსი, ესე – 2021 წლის 2 და 3 სექტემბერი
  2. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი
  • საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: 
  1. წერა – კაზუსი, ესე – 2021 წლის 3 სექტემბერი
  1. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი
  • სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: 
  1. წერა – კაზუსი – 2021 წლის 3 სექტემბერი
  1. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი

გამოცდების დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საწერი კალამი, პირბადე და პროგრამის შესაბამისი კოდექსი მატერიალური სახით:

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მატერიალური სახით);

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს კონსტიტუცია (მატერიალური სახით); 

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მატერიალური სახით).

შენიშვნა: წერითი გამოცდები ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და B კორპუსებში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32). წერით გამოცდაზე აპლიკანტი ცხადდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს, ნაკადის შეცვლა ან სხვა დროს წერა დაუშვებელია.

ინგლისური ენის გამოცდა (კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა: საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა – ტარდება ერთდროულად – ნაკადების მიხედვით 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს).

2021 წელი

ბანერები