საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

13 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი გიწვევთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაზე.   

ფორმატი

პრეზენტაცია წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. პრეზენტაციაზე დასასწრებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ფორმატი.

  • რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულსhttps://bit.ly/3c1y0Li
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა11 ივლისი, 23:59 საათი

პროგრამა

პრეზენტაციაზე პროგრამას წარადგენენ, მის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, დასაქმებისა და პროგრამის სხვა შესაძლებლობებზე ინფორმაციას მაგისტრობის მსურველებს გააცნობენ პროგრამის პროფესორები: 

  • ივანე აბიათარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის სკოლის დირექტორი;
  • ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი. ნინოს აქვს აკადემიურ სფეროში სწავლების 15-წლიანი გამოცდილება. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და ჯანდაცვის მიმართულების საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • გიორგი გოცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი, საერთაშორისო ფონდის „კურაციო“ დირექტორი, პროგრამის თანახელმძღვანელი. გიორგი გოცაძე არის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების მკვლევარი-სპეციალისტი 60-მდე ქვეყანასა და მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
  • აკაკი ზოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ჯანდაცვის პოლიტიკასა და სისტემებზე; მისი ინტერესის სფეროა ჯანდაცვის დაფინანსება და შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების  სისტემები. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში როგორც საქართველოს, ისე ევროპისა და აზიის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის 15 ქვეყანაში.
  • იაგორ კალანდაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. იგი 74 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში – 45, ციტირების საშუალო ინდექსი – 3,18 ჰირშის ინდექსი – 4 (Thomson Web of Science).

დრო13 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: პრეზენტაციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები მიიღებენ ღონისძიების ჩატარების მისამართს, ხოლო ონლაინ დასწრების მსურველები – ზუმის ბმულს არა უგვიანეს 12 ივლისისა.

2022 წელი

 

ბანერები