საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია

ბიოლოგია

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება უახლეს მეცნიერულ მიღწევებს და სტუდენტებს აძლევს ფართო ცოდნას ცოცხალი ბუნების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ბიოლოგიის ბაკალავრი

დამატებითი კვალიფიკაცია – მასწავლებლის სერტიფიკატი

სწავლების ენა – ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა – 8 სემესტრი (4 წელი)

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 240 კრედიტი (ECTS), რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:

  1. ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
  1. თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი)

პროგრამის შესახებ:

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ცოდნა ცოცხალი სამყაროს აგებულებისა და ფუნქციონირების შესახებ. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას მემკვიდრეობითობის, ცვალებადობის, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური კვლევის მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს კვლევით და ლაბორატორიულ კომპონენტებს, რის საფუძველზეც სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ ბიოლოგიური პროცესების აქტუალური საკითხების კვლევაში და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. კვლევითი სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და ინფრასტრუქტურით, რაც სტუდენტებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის კვლევების განსახორციელებლად.

ბიოლოგიის პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, გაიარა რეაკრედიტაცია 2021 წელს და პერიოდულად ახლედბა დარგის ტენდენციების გათვალისწინებით.

რატომ უნდა აირჩიოთ ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?

  • თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები

 სტუდენტები იმუშავებენ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.

  • პრაქტიკული სწავლება და რეალური პროექტები 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ ინდივიდუალურ და გუნდურ კვლევით პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. სტუდენტს ექნება საშუალება შეასრულოს პირველი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში და იმსჯელოს ბიოლოგიის აქტუალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;  მონაწილეობა მიიღოს თემატურ კონკურსებსა და კონფერენციებში.

  • საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები

სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე.

  • დამატებით ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა

სტუდენტი ბიოლოგიის პროგრამაზე სწავლის პერიოდში დამატებით გაივლის ბიოლოგიის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და დამთავრებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებას. 

დასაქმების შესაძლებლობები

  • ქიმიური, ბიოქიმიური, გენეტიკისა და კლინიკური ლაბორატორიები
  • ქიმიური, სამედიცინო, ვეტერინარული, აგრარული, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული, საკვები პროდუქტებისა და პარფიუმერული საწარმოები
  • შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
  • ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სექტორი
  • გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში)

პროგრამაზე მიღება:

 0100108 ბიოლოგია

გამოცდა კოეფიციენტი მინ. ზღვარი პრიორიტეტი ადგილების-ბა
ქართული ენა და ლიტერატურა 3 25%-ზემეტი 3  
უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული, ფრანგული) 3 20%-ზემეტი 2  
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან        
მათემატიკა 6 20%-ზემეტი 1 2
ქიმია 6 25%-ზემეტი 1 3
ბიოლოგია 6 25%-ზემეტი 1 15

 

ცნობარი აბიტურიენტებისთვის https://naec.ge/#/ge/post/3538

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები