მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შთამაგონებელი ლექციების ციკლი ანთროპოლოგიაში

ღონისძიებები

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. ლექციების ციკლი დაეთმობა საველე ეთნოგრაფიული კვლევის განსხვავებულ გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან და ამ გამოცდილებათა უნიკალურ ინტერპრეტაციებსა და პერსპექტივებს.

მონაწილეები საკუთარ საველე კვლევის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რას ნიშნავს ეთნოგრაფობა დღეს, როგორ ჩავატაროთ საველე კვლევა განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებსა და რეგიონებში და რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ეთნოგრაფიული კვლევის მეთოდებს არა მხოლოდ ანთროპოლოგიაში, არამედ, ზოგადად, სოციალურ მეცნიერებებში.

ლექციებს გაუძღვებიან სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები.

ვიმედოვნებთ, რომ ლექციათა ციკლი ასახავს კარგი ანთროპოლოგიური კვლევის ღირებულებებს და შთამაგონებელი აღმოჩნდება კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვისთვის.

განრიგი

ლექციის თემა: “Anthropologies in, of, and from the Caucasus”

დრო: 26 ოქტომბერი, 17:00

ვრცლადhttps://bit.ly/34lLH11


ლექციის თემა: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“

დრო27 ოქტომბერი, 17:00

ვრცლადhttps://bit.ly/31wAucg


ლექციის თემა: “An Accidental Ethnographer” 

დრო: 28 ოქტომბერი, 17:00

ვრცლადhttps://bit.ly/35oPoCw


ლექციის თემა: “Making Fieldwork Work.”

დრო: 29 ოქტომბერი, 17:00

ვრცლადhttps://bit.ly/3krKWsU


ლექციის თემა: „Recycling and Revisiting: On Monuments, Identity Politics, and Anthropological Analyses“

დრო30 ოქტომბერი, 17:00

ვრცლადhttps://bit.ly/3dT61tZ

ბანერები