მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

შენიშვნა: ზეპირი გამოცდის/ტესტირების/ესეის/სამოტივაციო წერილის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმისა და პლატფორმა Elearning-ის გამოყენებით, გარდა შემდეგი გამოცდებისა: ინგლისური ენის ტესტირება პროგრამებზე „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, წერითი გამოცდა პროგრამაზე „ფილოსოფია“, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამებზე: „სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები“, „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად   2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე  შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2022 წლის 30-დან 8 სექტემბრის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და ზუმის ბმულების / საგამოცდო აუდიტორიების მითითებით – არაუგვიანეს 29 აგვისტოსი;


მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 

ანგლისტიკის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ესეი

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

2. გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

3. ფილოსოფია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა ,  ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფილოსოფიის სამაგისტრო მიღებაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი).

4. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

5. არქეოლოგია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

6. თანამედროვე საქართველოს ისტორია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში, ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო ესეი (400-სიტყვიანი)

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, ზეპირი გამოცდა გაიმართება დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება არა უგვიანეს 29 აგვისტოსი.

თუკი აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს (71% და მეტი), ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ათავისუფლებს აპლიკანტს ინგლისური ენის გამოცდისგან (სერტიფიკატის (B2) წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს, რომ აპლიკანტმა გამოცდა ჩააბარა და მიიღო საერთო ქულების 71 და მეტი პროცენტი, ან უნდა ჰქონდეს C 1 დონის სერტიფიკატი).

7. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები - საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა


მიმართულება: ხელოვნება

8. სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე.


მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

9. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა (მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა , ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუშები: დანართი 1დანართი 2)

შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა Elearning-ის გამოყენებით. გთხოვთ, რეგისტრაციის დროს გამოიყენოთ აქტიური ელფოსტა. კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი სხვა სფეროშიც.

ასევე ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B2 დონე), დარგობრივი ცოდნა, მოტივაცია და წერითი კომუნიკაციის უნარი. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ,,მიღების დოკუმენტში".

10. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.

შენიშვნა: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B2 დონე) და დარგობრივი ცოდნა.

11. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში), ზეპირი გამოცდა. 

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

12. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:  ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში),, ზეპირი გამოცდა. 

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

13. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები). ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში),, ზეპირი გამოცდა. 

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

14. ადიქციის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

შენიშვნა: ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.

15. სოციოლოგია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა, ინგლისური ენის ტესტის ნიმუში

მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხები და მასალა 

ინგლისურენოვანი დარგობრივი ტექსტის ნიმუში 1ნიმუში 2ნიმუში 3

შენიშვნა: ინგლისური ენის საგამოცდო საკითხები განთავსდება წინასწარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, „მიღება“. თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს  ინგლისური ენის კომპონენტს, აპლიკანტი ეთიშება კონკურსს.სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება. 

16. რელიგიის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და გამოგზავნონ 2022 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:  sopiko.zviadadze@iliauni.edu.ge. 
სტიპენდიისთვის შესავსები ფორმა იხილეთ .აქ.

17. სოციალური მუშაობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ/ატვირთონ 2 რეკომენდატორი (საკონტაქტო ინფორმაცია), CV და სამოტივაციო წერილი.

გაითვალისწინეთ: CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული 2 რეკომენდატორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.


მიმართულება: ჯანდაცვა

18. ფსიქიკური ჯანმრთელობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არ არის სავალდებულო აპლიკანტს 2-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში).

19. ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

  1. ინტერვიუ აპლიკანტთან, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილს, შემოქმედებით რეზიუმესა და პორტფოლიოს განხილვას და რომლის დროსაც მოწმდება ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  2. შემოქმედებითი ტური;
  3. ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის.

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში" ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ:

  1. შემოქმედებითი რეზიუმე
  2. პორტფოლიო, რომელიც მოიცავს შემოქმედებითი საქმიანობის დასაბუთებას (ფოტო და ვიდეომასალა, შესაბამისი ლინკები და ა.შ.)
  3. სამოტივაციო წერილი

რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად   2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე  შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters.

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2022 წლის 30-დან 8 სექტემბრის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით – არა უგვიანეს 29 აგვისტოსი;

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ)

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2022 წლის 13-14 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2022 წლის 12 სექტემბრისა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 15 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2022 წლის 16-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 16-17 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 20-21 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ მარდალეიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები