მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“

ახალი ამბები

გამოცხადდა 2022-2023 სასწავლო წლის მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში.

პროგრამის მიზანი

ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზანია მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს შეუქმნას საშემსრულებლო პრაქტიკასთან ინტეგრირებული გარემო და მოქმედ თეატრში სახელოსნოს პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობით მისცეს მათ საშუალება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებით (რეჟისურა ან სამსახიობო ხელოვნება) ახალი ცოდნის შეძენის საფუძველზე განივითარონ ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და გაიღრმაონ სპექტაკლის თანაავტორობით შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა მზად იყვნენ როგორც დამოუკიდებელი პროფესიული წინსვლისთვის, ისე კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად თეატრალური ხელოვნების სფეროში. პროგრამა დაფუძნებულია მსოფლიოს ისეთი წამყვანი თეატრალური სკოლების სასწავლო პროგრამების გამოცდილებაზე, როგორებიცაა: იეილის დრამატული სკოლა (აშშ), როიალ ჰოლოუეის უნივერსიტეტი, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი) და სხვ.

მისაღები ადგილების რაოდენობა – 20.

რეგისტრაცია

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ გამოცხადებული მიღების ფარგლებში მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ელექტრონული განაცხადის მიღება იწარმოებს 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OWAgr1

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა!

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი (.pdf ფაილი)
  • ფოტოსურათი ზომით 3X4 (.jpg ფაილი)
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) (.pdf ფაილი)
  • დიპლომის ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის შესახებ (.pdf ფაილი)

ერთიანი სამაგისტრო გამოცდა: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და სახელოვნებო სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატს არ ესაჭიროება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება.

აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ დამატებით უნდა ატვირთოს:

  1. შემოქმედებითი რეზიუმე
  2. პორტფოლიო, რომელიც მოიცავს შემოქმედებითი საქმიანობის დასაბუთებას (ფოტო-ვიდეომასალა, შესაბამისი ლინკები და ა.შ.).
  3. სამოტივაციო წერილი

შიდასაუნივერსიტეტო მოთხოვნები:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს 3 ეტაპს:

  1. აპლიკანტთან ინტერვიუ, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილის, შემოქმედებითი რეზიუმესა და პორტფოლიოს განხილვას და რომლის დროსაც მოწმდება ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  2. შემოქმედებითი ტური - გამოცდის პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ აპლიკანტებს გაეწევათ კონსულტაცია შემოქმედებითი ტურისთვის;
  3. ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არა უგვიანეს 2022 წლის 29 აგვისტოსი.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება შემდეგი განრიგით:

I ეტაპი

ინტერვიუები აპლიკანტებთან გაიმართება 2022 წლის 30-31 აგვისტოს.

რეჟისურის არჩევის შემთხვევაში:

ინტერვიუ აპლიკანტთან ითვალისწინებს აპლიკანტის მოტივაციის, დარგობრივი ცოდნისა და უნარ-ჩვევების, კომუნიკაციის უნარისა და ხელოვნებაში ზოგადი განათლების შემოწმებას დარგობრივი კომისიის მიერ. ასევე ითვალისწინებს აპლიკანტის მიერ ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებას დარგობრივი ტექსტის წაკითხვისა და გაგების დონეზე.

სამსახიობო ხელოვნების არჩევის შემთხვევაში:

ინტერვიუ აპლიკანტთან ითვალისწინებს მისი მოტივაციის, დარგობრივი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას, კომუნიკაციის უნარის შეფასებას, ასევე აპლიკანტის მიერ ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებას დარგობრივი ტექსტის წაკითხვისა და გაგების დონეზე.

ინტერვიუს შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2022 წლის 1 სექტემბრის 11:00 საათამდე.  

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

I ეტაპის სააპელაციო პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 1 სექტემბერს, 11:00-დან 00:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2 სექტემბრისა.


II ეტაპი

შემოქმედებითი ტური რეჟისორებისთვის შედგება 2022 წლის 5 სექტემბერს და ითვალისწინებს წერით გამოცდას 15 პიესის მიხედვით.

ინტერვიუს ეტაპის დასრულების შემდეგ ის აპლიკანტები, რომელთაც გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი, მოწვეულ იქნებიან წერით გამოცდაზე. გამოცდისათვის 15 პიესიდან ფარული კენჭისყრით შერჩეული იქნება 3 პიესა. აპლიკანტი თავისი სურვილით შეარჩევს ერთ-ერთს და დაწერს სარეჟისორო ექსპლიკაციას. გამოცდისთვის გათვალისწინებულია 5 აკადემიური საათი.

პიესების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შემოქმედებითი ტური მსახიობებისთვის შედგება 2022 წლის 6 სექტემბერს.

ინტერვიუს ეტაპის დასრულებისას იმ აპლიკანტებს, რომლებმაც გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი, გადაეცემათ დავალება შემოქმედებითი ტურისთვის, რომელიც მოიცავს ლიტერატურული მასალისა და ეტიუდის მომზადებას.

დავალების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შემოქმედებითი ტურის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2022 წლის 8 სექტემბრის 11:00 საათამდე. 

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

II ეტაპის სააპელაციო პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული შემოქმედებითი ტურის შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 8 სექტემბერს, 11:00-დან 00:00 საათამდე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge .

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია, სამსახიობო ხელოვნების შემთხვევაში გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, ხოლო დრამის რეჟისურის შემთხვევაში – შესრულებული წერითი დავალების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა.

სააპელაციო პროცედურის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 9 სექტემბრისა.

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.


III ეტაპი

ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის გაიმართება 2022 წლის 12 სექტემბერს.

ის აპლიკანტები, რომელთაც გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი, მოწვეულ იქნებიან ჯგუფურ გამოცდაზე, რომელიც ითვალისწინებს აპლიკანტების იმპროვიზაციის უნარის გამოვლენას ერთობლივი დავალების შესრულების გზით. იმ აპლიკანტებს, რომელთაც წარმატებით გადალახეს შემოქმედებითი ტური, დავალება მიეცემათ გამოცდაზევე. დავალების შესასრულებლად გათვალისწინებული იქნება 20 წუთი.

ჯგუფური გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 13 სექტემბერს, 11:00 საათამდე.

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

III ეტაპის სააპელაციო პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჯგუფური გამოცდის შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა. შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 14 სექტემბრისა.


შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრისა.


ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2022 16-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 16 და 19 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 20 და 21 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი

ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)

ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი:

მარიამ მარდალეიშვილი, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი

ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები