მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევროპული სამაგისტრო პროგრამა ლექსიკოგრაფიაში − სულხან-საბა ორბელიანის სახელობის კურსი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო კონსორციუმთან ერთად ახორციელებს ევროპულ სამაგისტრო პროგრამას ლექსიკოგრაფიაში (European Master in Lexicography, Emlex) http://www.emlex.eu.usc.gal/web/.

გაზაფხულის მობილობის სემესტრს ბრაგას მინიოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) მასპინძლობს. ერთი სემესტრის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის კურსზე კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების 19 სტუდენტი ისწავლის მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

მობილობის სემესტრი ოფიციალურად 25 თებერვალს გაიხსნა მინიოს უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის კოორდინატორმა პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა ნინო მატარაძემ და ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.

თინათინ მარგალიტაძემ სტუდენტებს წაუკითხა ლექცია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკოგრაფიულ პრინციპებზე და წარუდგინა „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ მიერ 2024 წელს შექმნილი ახალი ონლაინრესურსები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სემესტრს უსურვებს სულხან-საბა ორბელიანის კურსის სტუდენტებს.

2025

ბანერები