მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES) – მიღება ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

ახალი ამბები

გამოცხადდა მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES), რომელსაც ახორციელებს 8 პარტნიორი უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

CEERES-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორ დიპლომს გლაზგოს, ტარტუსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან:

  • ერთობლივად მინიჭებული ხარისხი: საერთაშორისო მაგისტრი / International Master − გლაზგოს უნივერსიტეტისგან, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო და ტარტუს უნივერსიტეტისგან, ტარტუ, ესტონეთი;
  • კავკასიის კვლევების მაგისტრი / Master of Caucasus Studies − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, თბილისი, საქართველო.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 მაისი 2025

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბმულებს:

პროგრამის ვებგვერდი და სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/VaCCk

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამის აღწერა: https://shorturl.at/Q6vPs

ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:
imceeres@glasgow.ac.uk
zviad.zalikiani@iliauni.edu.ge

2025

ბანერები