ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
პროგრამის დასახელება: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ისტორიაში
მისაღები კონტინგენტი: 65
პროგრამის შესახებ
პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს,რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
პროგრამა, რომელშიც მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის მთავარი მოვლენების განხილვასა და შესწავლას, სტუდენტებს სთავაზობს შეიძინონ ისტორიული კვლევის ძირითადი მეთოდებისა და მიდგომების მრავალმხრივი ცოდნა, ასევე ზოგადი ცოდნა მსოფლიო ცივილიზაციების შესახებ. პროგრამა სტუდენტებს ეხმარება, შეძლონ მოვლენების, ისტორიული ხედვის კრიტიკული შეფასება როგორც ადგილობრივ (ნაციონალურ), ისე მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის კონტექსტში.
პროგრამის მიზანი
ისტორიის პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც ექნება:
- საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის შესახებ ფართო ცოდნა;
- ისტორიული მოვლენების კრიტიკული შეფასების, მათი ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი წარსულის რეკონსტრუქციისა და ხელახალი გააზრებისთვის;
- საბაზო კვლევითი, მათ შორის პირველად და მეორად წყაროებთან მუშაობის, უნარი, რათა განსაზღვროს აქტუალური კითხვა და უპასუხოს მას შესწავლილი მეთოდების გამოყენებით;
- საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების ეფექტური წერილობითი და კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა: ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სწავლის ძირითადი მიმართულებები
ისტორიის საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას.
სწავლის შედეგები
- ავლენს საქართველოსა და მისი ცალკეული ეპოქების, მსოფლიოს ისტორიისა და ცივილიზაციების განვითარების ეტაპების მრავალმხრივ ცოდნას;
- შეუძლია წარსულის სხვადასხვა პერსპექტივისა და ინტერპრეტაციის იდენტიფიცირება, რელევანტური შეფასება და განხილვა მომიჯნავე დისციპლინების (მაგ.ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული,სოციალური, ეკონომიკური და სხვა) კონტექსტის გათვალისწინებით;
- ისტორიის შესწავლისას შედარებითი მიდგომით შეუძლია ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ეპოქის ხალხები და კულტურა;
- აქტუალური ისტორიოგრაფიული პრობლემის/საკითხის შესასწავლად შეუძლია დასვას საკვლევი კითხვა და უპასუხოს მას რელევანტური თეორიების, მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრულ მითითებათა შესაბამისად;
- შეუძლია წარსულის რეკონსტრუქციისთვის მოიძიოს პირველადი ან/და მეორეული ისტორიული წყაროები და მოახდინოს მათი კრიტიკული ანალიზი და სინთეზი;
- შეუძლია საკუთარი მოსაზრებების და არგუმენტების მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემა ზეპირად და წერილობით სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ისტორიული მოვლენების შეფასებისას იცავს ეთიკურ ნორმებს, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით; პატივს სცემს ცალკეულ ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნისა და ერის განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებსა და კულტურას, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს;
- შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად და ჯგუფში, სწავლის პროცესში მოიძიოს და გამოიყენოს სხვადასხვა რესურსი ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის.
სწავლის მეთოდები
ლექცია, სემინარი, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, ანალიზი და სინთეზი, პრაქტიკული მეთოდი, დისკუსია / დებატები, დემონსტრირების მეთოდი, პირველწყაროებზე (წერილობითი და ნივთიერი) მუშაობის მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა
დასაქმების შესაძლებლობები
- მუზეუმები, არქივები;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- ტურიზმის სფეროს ორგანიზაციები;
- შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი;
- კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
- კულტურული პროექტები.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული –60 კრედიტი
- ძირითადი სწავლის სფერო–- 120 კრედიტი
- დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი
ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:
- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II – 12 კრედიტი
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
- სტატისტიკა – 6 კრედიტი
- ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
- შესავალი კურსები კოდით INTRO – 12 კრედიტი:
ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი:
- ისტორიის პროგრამის სავალდებულო კურსები კოდით HUMHISTGEN – 48 კრედიტი
- ისტორიის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით HUMHIST – 54 კრედიტი
- ისტორიის პროგრამის არჩევითი კურსები კოდით HUMHIST – 18 კრედიტი
დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge