მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფია

ფილოსოფია

პროგრამის დასახელება: ფილოსოფია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

პროგრამის მიზანი

ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კრიტიკულად მოაზროვნე სპეციალისტი

ფილოსოფიის დარგში, რომელიც აღჭურვილი იქნება ფართო ცოდნით ფილოსოფიის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპების, ძირითადი ფილოსოფიური მიმდინარეობებისა და ქვედისციპლინების შესახებ (ეთიკა, ლოგიკა, ესთეტიკა, პოლიტიკური ფილოსოფია). ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტი შეძლებს კომპეტენციებისა და უნარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის (სისტემური და კრეატიული აზროვნება, ანალიტიკური უნარები, არგუმენტირებული მსჯელობა) გამოყენებას, რათა იმსჯელოს ფილოსოფიის კლასიკური და თანამედროვე პრობლემების/საკითხების შესახებ და საკუთარი იდეები ნათლად და დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს.

სწავლის შედეგები:

  • ავლენს ზოგად ცოდნას ფილოსოფიის, როგორც დისციპლინის ისტორიისა და განვითარების ეტაპების შესახებ; ასევე ფუნდამენტური ფილოსოფიური ნაშრომების შესახებ.
  • აქვს ფილოსოფიაში მიმდინარე ძირითადი თანამედროვე პროცესებისა და ტენდენციების ანალიზის უნარი; 
  • მსჯელობისას იყენებს  ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ძირითად ფილოსოფიურ კატეგორიებსა და ცნებებს;
  • ავლენს ზოგად ცოდნას თეორიული ფილოსოფიის ძირითადი მიმდინარეობებისა და თეორიების შესახებ;
  • ავლენს ზოგად ცოდნას პრაქტიკული ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებებისა და დარგების შესახებ;
  • აქვს ისტორიული თუ ფილოსოფიური კონტექსტის გათვალისწინებით სხვადასხვა ფილოსოფიური თეორიის კრიტიკული ანალიზის უნარი და განასხვავებს იმ მეთოდებს, რომელსაც ეს თეორიები ემყარება;  
  • შეუძლია  კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიური პრობლემების/საკითხების, იდეებისა და კონცეფციების შესახებ ინფორმაციის რეზიუმირება, მათი კრიტიკული ანალიზი და სინთეზი. ამის საფუძველზე ორიგინალური, ლოგიკური და კომპლექსური მსჯელობის აგება დარგში არსებული ძირითადი დებატებისა და არგუმენტების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;  
  • შეუძლია საკუთარი იდეების/მოსაზრებების მკაფიოდ, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით გადმოცემა ზეპირად თუ წერილობით, რისთვისაც ასევე იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს; 
  • ზრუნავს საკუთარი ცოდნის განვითარებაზე და სიახლეების გაცნობის მიზნით იყენებს  სხვადასხვა  რესურსს, მათ შორის სამეცნიერო ბაზებს.

დასაქმების შესაძლებლობები:

  • საგანმანათლებლო სფერო;
  • შესაბამისი პროფილის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • გამომცემლობები;
  • საჯარო დაწესებულებები;
  • არასამთავრობო სექტორი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • კერძო სექტორი;
  • მასმედია და პრესა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სალომე დალაქიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
Salome.dalakishvili@iliauni.edu.ge

ეკა პატარიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A302
eka_pataridze@iliauni.edu.ge


მიმაგრებული დოკუმენტები 

2025 წლამდე ჩარიცხულთათვი

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

 

 

ბანერები