არქეოლოგია
პროგრამის დასახელება: არქეოლოგია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი არქეოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც:
აქვს არქეოლოგიის ზოგადი და ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (კავკასიის რეგიონი, მახლობელი აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვისპირეთი) წარსული დროსა და სივრცეში შესასწავლად;
აქვს არქეოლოგიური საბაზო უნარები.
ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა: ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სწავლის შედეგები :
პროგრამის კურსდამთავრებული:
- ავლენს არქეოლოგიის საფუძვლების, მისი ძირითადი თეორიების, მიდგომების, მეთოდებისა და განვითარების ტენდენციები ზოგად ცოდნას;
- აცნობიერებს არქეოლოგიის მნიშვნელობას კაცობრიობის წარსულის შესწავლასა და ისტორიული წარსულის გააზრებაში სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ქრონოლოგიურ კონტექსტში;
- ავლენს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (კავკასიის რეგიონი, მახლობელი აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვისპირეთი) პრეისტორიული და ისტორიული პერიოდის არქეოლოგიის (ქვის ხანა, ადრეული ლითონების ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები) ფართო ცოდნას;
- წინასწარ განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად შეუძლია მონაცემების (წყაროები, მასალები და სხვ.) მოპოვება და დამუშავება არქეოლოგიური დაზვერვებისა და კვლევა-ძიების (საველე, ლაბორატორიული) ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით; მათი ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძველზე შეუძლია წარსულის რეკონსტრუქცია;
- არქეოლოგიური ინფორმაციის/მასალის/მონაცემების აღწერის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისას იცავს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
- აცნობიერებს ცალკეული არქეოლოგიური კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებსა და შეხედულებებს, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს.
დასაქმების შესაძლებლობები
- კულტურის სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები;
- კერძო და სახელმწიფო მუზეუმები და გალერეები;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
- შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამები;
- ტურიზმი, მასმედია და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის