მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ქართულ ფილოლოგიაში

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

ქართული ფილოლოგიის პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს მშობლიური ენის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს, რომელსაც ეფექტურად გამოიყენებს სამეცნიერო ინფორმაციის განზოგადებისა და ანალიზის დროს ახალი ფილოლოგიური ცოდნის შექმნის მიზნით.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ფართო თეორიული ცოდნა ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის შესახებ, განუვითაროს ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლების, პრინციპებისა და ძირითადი თეორიების სინთეზისა და ანალიზის უნარები და შეასწავლოს დარგობრივი ტერმინოლოგია. გარდა ამისა, პროგრამა აძლევს სტუდენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიული და კულტურული კონტექსტების შესწავლის შესაძლებლობას და უვითარებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ქართული ფილოლოგიის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც მოიცავს ქართული ენათმეცნიერების შესწავლას ზოგად კონტექსტში, მორფოლოგიას, სინტაქსს, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხებს, კომპიუტერულ ენათმეცნიერებასა და მეგრული, ლაზური და სვანური ენების ლინგვისტური საკითხების განხილვას.

ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულება, რომელიც მოიცავს ლიტერატურის თეორიებსა და ანალიზს. ქართული ლიტერატურის შემდეგ ეპოქებს: ძველი ქართული ლიტერატურა, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა და მათი განხილვა საერთაშორისო ლიტერატურის კონტექსტში.

პროგრამის კურსდამთავრებული წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების მიხედვით შეძლებს კვლევითი და/ან პრაქტიკული ხასიათის სამუშაოს შესრულებას, მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციასა და ეფექტურ პრეზენტაციას.

სწავლის შედეგები   

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. აღწერს ქართული ენის სტრუქტურისა და ფუნქციონირების საბაზისო საკითხებს და ავლენს ცოდნას  ენათმეცნიერების ძირითადი თეორიების შესახებ;  
  2. თეორიულად გადმოსცემს ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საბაზისო საკითხებს და პრაქტიკულად აანალიზებს შესაბამის ენობრივ მასალას;
  3. იცნობს დარგობრივ ტერმინოლოგიას და ფლობს საანალიზო მასალის დამუშავების მეთოდოლოგიას; 
  4. ავლენს ცოდნას ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ, იცნობს ლიტერატურის თეორიის და ისტორიის ძირითად ასპექტებს;
  5. აქვს ლიტერატურული ტექსტის წაკითხვის, ანალიზისა და ინტერპრეტირების უნარი; მსოფლიო ლიტერატურის ეპოქებთან, მიმდინარეობებთან, კულტურულ სტილებთან მათი დაკავშირების უნარი;
  6. შეუძლია ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაცია, დაკავშირება ისტორიულ-პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებთან;
  7. გამომუშავებული აქვს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიისადმი კრიტიკული, თვითრეფლექსიური მიდგომა; აქვს ლიტერატურულ ტექსტში ეთიკური, ისტორიულ-იდეოლოგიური საკითხების იდენტიფიცირებისა და კრიტიკული შეფასების უნარი;
  8. ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტებს; გამოხატავს პატივისცემას ქართულისა და სხვა ენების მიმართ;
  9. საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკულად იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, საბიბლიოთეკო და ელექტრონულ რესურსებს; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით მოქმედებს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების გათვალისწინებით.

სწავლის მეთოდები

ლექცია, სემინარი, ანალიზი და სინთეზი, ელექტრონული და შერეული სწავლების ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, შემთხვევის ანალიზი, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება, ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, სუპერვიზია, რეფლექსია და სხვა.

დასაქმების შესაძლებლობები

  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები;
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (მხოლოდ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემთხვევაში);
  • შესაბამისი პროფილის საჯარო და კერძო სექტორი;
  • არასამთავრობო სექტორი.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდეგ საფეხურზე - მაგისტრატურაში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ქართულ ფილოლოგიაში - სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი შემდეგი სქემით:

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I, II - 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები  - 6 კრედიტი
  • სტატისტიკა - 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები - 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები კოდით INTRO - 12 კრედიტი

ძირითადი სწავლის სფერო  - 120 კრედიტი:

  • სავალდებულო კურსები -  60 კრედიტი;
  • სავალდებულო-არჩევითი  კურსები-  არანაკლებ 42 კრედიტი;
  • არჩევითი კურსები-  არაუმეტეს 18 კრედიტი;

სტუდენტს არჩევითი კურსების ნაცვლად შეუძლია აირჩიოს პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები.

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

 მოდულის სახელწოდება

 ECTS კრედიტი

 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული

 60

 ძირითადი (major) პროგრამა

 120

 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)   

 60



საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
 info.arts_sciences@iliauni.edu.ge
 elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები