მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი არქეოლოგიაში

მისაღები კონტინგენტი: 35

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის ყველა პერიოდში გავრცელებული კულტურებისა და ცივილიზაციების არქეოლოგია. სავალდებულო არქეოლოგიური პრაქტიკის დროს ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაეუფლებიან არქეოლოგიური კვლევა-ძიების ზოგად პრინციპებს.

პროგრამის მიზანი

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც:

  • აქვს არქეოლოგიის ზოგადი და ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (კავკასიის რეგიონი, მახლობელი აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვისპირეთი) წარსული დროსა და სივრცეში შესასწავლად;
  • აქვს არქეოლოგიური საბაზო უნარები.

ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა: ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არქეოლოგიასა და სავალდებულო საველე პრაქტიკას.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული:

  1. ავლენს არქეოლოგიის საფუძვლების, მისი ძირითადი თეორიების, მიდგომების, მეთოდებისა და განვითარების ტენდენციები ზოგად ცოდნას;
  2. აცნობიერებს არქეოლოგიის მნიშვნელობას კაცობრიობის წარსულის შესწავლასა და ისტორიული წარსულის გააზრებაში სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ქრონოლოგიურ კონტექსტში;
  3. ავლენს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (კავკასიის რეგიონი, მახლობელი აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვისპირეთი) პრეისტორიული და ისტორიული პერიოდის არქეოლოგიის (ქვის ხანა, ადრეული ლითონების ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები) ფართო ცოდნას;
  4. წინასწარ განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად შეუძლია მონაცემების (წყაროები, მასალები და სხვ.) მოპოვება და დამუშავება არქეოლოგიური დაზვერვებისა და კვლევა-ძიების (საველე, ლაბორატორიული) ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით; მათი ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძველზე შეუძლია წარსულის რეკონსტრუქცია;
  5. არქეოლოგიური ინფორმაციის/მასალის/მონაცემების აღწერის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისას იცავს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
  6. აცნობიერებს ცალკეული არქეოლოგიური კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებსა და შეხედულებებს, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს.

სწავლის მეთოდები

ლექცია, სემინარი, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, ანალიზი და სინთეზი, პრაქტიკული მეთოდი (საველე სამუშაოები და ლაბორატორიული), დისკუსია / დებატები, დემონსტრირების მეთოდი, პირველწყაროებზე (წერილობითი და ნივთიერი) მუშაობის მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა.

დასაქმების შესაძლებლობები

  • კულტურის სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები;
  • კერძო და სახელმწიფო მუზეუმები და გალერეები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამები;
  • ტურიზმი, მასმედია და სხვ.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს 240 კრედიტის დაგროვებას შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი
  • დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II – 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
  • სტატისტიკა – 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი – 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები კოდით INTRO – 12 კრედიტი:

ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი:

  • არქეოლოგიის პროგრამის სავალდებულო კურსები კოდით HUMARCHGEN – 60 კრედიტი
  • არქეოლოგიის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით 0/HUMARCH/0 – 48 კრედიტი
  • არქეოლოგიის პროგრამის არჩევითი კურსები კოდით 0/0/HUMARCH – 12 კრედიტი

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
natia.burjanadze@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები