ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე – უჯრედული ნეირომეცნიერება – 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე - უჯრედული ნეირომეცნიერება.

პროგრამაზე მისაღები საერთო რაოდენობა - 2

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2018 წლის  3 მარტიდან 9 მარტის 18 საათის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე: application_se@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

1) სააპლიკაციო ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

2) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

3) პირადობის მოწმობის ასლი;

4) 3*4 ფოტოსურათის ელ.ვერსია;

5) ავტობიოგრაფია (CV);

6) ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი; (ფორმა #1)

7) პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (ფორმა #2);.

8) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS ; FCE). ასევე, შეუძლია წარმოადგინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ).

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 10 მარტს (ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 9 მარტისა).

იხილეთ ინგლისურ ენაში საგამოცდო ტესტის ნიმუში

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 11 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 12 მარტს (10:00-დან18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2018 წლის 13 მარტს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასების ფორმა #3)

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2018 წლის 15 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 16 და 19 მარტს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2018 წლის 20 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე  (შეფასდება ფორმა # 4).

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2018 წლის 21 მარტს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 22 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 23 მარტს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე  2018 წლის 26 მარტს  (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე  სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, პირადი ნომრის მითითებით გამოქვეყნდება 2018 წლის 27 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 29 მარტს , H 118 ოთახში (ჭავჭავაძის გამზირი #32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების პირადი ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და  პირადი ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2018 წლის 3 აპრილამდე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი 2018 წლის 30 მარტს რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნანა რეხვიაშვილი

დეკანის თანაშემწე

☏ (+995 32) 222 00 09 (508)

 

ბანერები