ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 

  • ბიზნესის ადმინისტრირება – 2 ვაკანტური ადგილი
  • განათლების სადოქტორო პროგრამა – 9 ვაკანტური ადგილი 
  • მათემატიკა – 2 ვაკანტური ადგილი

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2022 წლის 14-დან 26 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge 

გაითვალისწინეთ: 

  • დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება; 
  • მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი;

რეგისტრაციისათვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  1. სააპლიკაციო ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება, მათემატიკაგანათლების სადოქტორო პროგრამა);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრული შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და თარიღი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ). ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, თუ კანდიდატი ფლობს სხვა მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უნდა წარმოადგინოს შვიდწლიანი მენეჯერული გამოცდილების ან GMAT (ქულა – მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა.
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5. 3X4–ზე ფოტოსურათის ელვერსია;
  6. აპლიკანტისა და პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი სადოქტორო პროგრამის მიხედვით: ბიზნესის ადმინისტრირება,  (დანართი 2),  განათლების სადოქტორო პროგრამა ,( დანართი 2) , მათემატიკა , (დანართი 2 ) ხოლო მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე დამატებით პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა მე-3 დანართის მიხედვით;

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სია მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებითა და მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ);

  1. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტმა, იმ შემთხვევაში, თუ არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ C 1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი: Cambridge ESOL Exams: Cambridge English Scale – 180; IELTS – 6.5;CAE–GradeC; FCE – Grade A; BEC Vantage – Grade A; ILEC –Pass with C1; BULATS – 74; TOEIC – 865; Aptis Test TOEFL: 95; Pearson tests: PTE General level – 4; PTE Academic ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ C 1 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, 10-ე პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვით.
  2. მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტმა, იმ შემთხვევაში, თუ არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი: Cambridge ESOL Exams: IELTS – Band 5.5; FCE –Grade C; BEC Vantage – Grade C; ILEC – Pass with B2; BULATS – 65; TOEIC – 715; Aptis Test TOEFL: 46 ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი – Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, 10-ე პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვით.
  3. განათლების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტმა, იმ შემთხვევაში, თუ არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი: Cambridge ESOL Exams: IELTS – Bands at least 5.5; FCE – at least Grade C; BEC Vantage – at least Grade C; ILEC – Pass with B2; BULATS – 65-69; TOEIC – 715-795; Aptis Test TOEFL: at least 46-49 ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი – Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, 10-ე პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვით.
  4. აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

გაითვალისწინეთ: ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ სადოქტორო პროგრამის მიხედვით მე-7,8,9,10 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტს.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის C1 და B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა დისტანციურად ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2022 წლის 28 და 29 ივლისს (იხ. ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები). ინფორმაცია გამოცდის დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2022 წლის 27 ივლისს.

  • ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის C1 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  • განათლების სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  • მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2022 წლის 1 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გამოგზავნა შეეძლებათ 2022 წლის 1-2 აგვისტოს (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge.

ინგლისური ენის საბოლოო შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 4 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გაითვალისწინეთ: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს. ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.


მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს, ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ – ბიზნესის ადმინისტრირებაგანათლების სადოქტორო პროგრამამათემატიკა)

სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა.

გაითვალისწინეთ: თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით 2022 წლის 8 აგვისტოს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2022 წლის 8 და 9 აგვისტოს (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება არა უგვიანეს 2022 წლის 11 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას შესაბამისი დარგობრივი კომისიის წინაშე (ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ – ბიზნესის ადმინისტრირებაგანათლების სადოქტორო პროგრამამათემატიკა) და შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. 

გაითვალისწინეთ: თუ კანდიდატი შესაბამისი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება დისტანციურად (zoom პლატფორმის საშუალებით და ბმულები გაეგზავნება აპლიკანტს დარეგისტრირებისას გამოყენებულ ელმისამართზე.) 2022 წლის 11, 12 და 15 აგვისტოს. ინფორმაცია ზეპირი გამოცდის ჩატარების დროის შესახებ აპლიკანტს გაეგზავნება არა უგვიანეს 2022 წლის 11 აგვისტოსი.

ზეპირი გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2022 წლის 16 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გამოგზავნა შეეძლებათ 2022 წლის 16 და 17 აგვისტო (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზემოაღნიშნულის მიზნით განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 19 აგვისტოს. ინფორმაცია გამოცდის დროის შესახებ დაიდება 2022 წლის 18 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2022 წლის 22 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღებადოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 29 და 30 აგვისტოს.

გაითვალისწინეთ:

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა)პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციის პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა;

ზ) 7-წლიანი მენეჯერული გამოცდილების ან/და GMAT (ქულა – მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთათვის).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროექტების მენეჯერს თამარ თაყაიშვილს. 

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302

ტელ.: 577237719

ელფოსტა: phd_bte@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

 

 

ბანერები