ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ინგლისური ენის გამოცდა – მიღება სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 18 აგვისტოს. გამოცდაზე დასასწრები ბმული აპლიკანტებს დაეგზავნებათ ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები – public version – band descriptors.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/study/phd/migeba-doqtoranturashi/migeba-doqtoranturashimigeba-socialuri-da-kulturuli-antropologiis-sadoqtoro-programaze.page

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები