ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.

ვაკანტური ადგილი: 4

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2020 წლის 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ერთხელ ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება. მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი

  • სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის  ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  •  ფოტოსურათი 3x4;
  •  სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ) ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ;  მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით  იხილეთ აქ.
  • იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს სურს ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლება უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები) ინგლისური ენის B2 დონეზე  ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 18 აგვისტოს.

ინფორმაცია გამოცდის დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2020 წლის 17 აგვისტოს. გამოცდაზე დასასწრები ბმული აპლიკანტებს დაეგზავნებათ ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები - public version - band descriptors.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 20 აგვისტოს 10:00 დან-18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2020 წლის 24 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5 - ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3 - ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება  2020 წლის 25 აგვისტოს   უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 26 და 27 აგვისტოს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2020 წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით,ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით 2020 წლის 7 სექტემბერს. გამოცდაზე დასასწრები ბმული დაეგზავნებათ აპლიკანტებს ინდივიდუალურად, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 8 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 9 და 10 სექტემბერს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით 2020 წლის 14 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდის დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2020 წლის 11 სექტემბერს. გამოცდაზე დასასწრები ბმული აპლიკანტებს დაეგზავნებათ ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2020 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 17 და 18 სექტემბერს  A 303 ოთახში (ჭავჭავაძის გამზირი #32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა- მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი  (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის); ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 2020

ბანერები